ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უკრაინას ომის დასრულებაში დახმარებას ჰპირდებიან. აღნიშნავენ, რომ, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ევროკავშირმა 88 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, რომელიც თავის მხრივ სამხედრო და თავდაცვის სფეროსაც მოხმარდა.
განცხადების მიხედვით, ახალი მხარდასაჭერი პაკეტიც დამტკიცდა 50 მილიარდი ევროს რაოდენობით, იმისთვის რომ უკრაინამ რეფორმები შეიმუშაოს, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სჭირდება.