საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. კოჯორში, იუნკრების მემორიალთან დილიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იკრიბებიან.
ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი მივიდნენ. მათ პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იუნკრები უსაზღვრო თავდადებისა და პატრიოტიზმის სიმბოლოები არიან, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში გახსენებენ.
"უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახელმწიფოს მცველების. მათი თავდადება საუკუნეები იცოცხლებს და საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის ადამიანების სიმბოლოს. დიდი მადლობა მათ და დიდება გმირებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.