16 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული" - აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება

"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წლის შესრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დიპლომატიური კორპუსი აღნიშნავს, შეერთებული შტატები
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გვერდით დგას.

"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა", - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები