16 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
საქართველო თავისუფალია, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია - სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს საქართველოს სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდული ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.

მისი თქმით, საქართველო თავისუფალია, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია.

"დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.

საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია",- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები