16 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, "ჰუსიტების" 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს - BBC

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, "ჰუსიტების" 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

აშშ აცხადებს, რომ დარტყმები მიმართული იყო საწყობების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარებისა და სათვალთვალო ვერტმფრენის წინააღმდეგ.

მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში "ჰუსიტების" წინააღმდეგ იერიშების მეოთხე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ.

დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

დღის ამბები