აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში "რესპუბლიკელების" პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20%-ით მეტი ხმა მიიღო.
დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.
" ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.