გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალელა ბერბოკს, უკრაინაში, ნიკოლაევში, ვიზიტის დროზე ადრე შეწყვეტა მოუწია. მიზეზი, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გახდა, რომელიც მის დელეგაციას აედევნა. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
როგორც Bild-ის რეპორტიორი ჰყვება, დელეგაციის უკრაინელმა წევრებმა, ტელეფონზე განგაშის სიგნალი მიიღეს, რის შემდეგაც კორტეჟის მძღოლებმა დრონისგან თავის დაღწევა სცადეს და საბოლოო ჯამში ეს მოახერხეს. დევნის შემდეგ, დელეგაციის წევები ბრონირებულ ავტომობილებში გადასვეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვიზიტის იძულებით შეწყვეტის ფაქტი დაადასტურა.