16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რას გულისხმობს "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში დაგეგმილი ცვლილებები - შალვა პაპუაშვილის განმარტება

პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმაზე მუშაობას განაგრძობს. "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებების ინიცირებას უმრავლესობა დღეს ბიუროზე გეგმავს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტების მიხედვით, იცვლება რეაგირება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში. დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიაც. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები.

"ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, უზრუნველყოფს როგორც დამოუკიდებლობას ამ სამსახურისა, ასევე - ეფექტიანობას. კერძოდ, ჩვენ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართ იმუნიტეტი, რომლის მოხსნაც შეეძლება მხოლოდ პარლამენტს. მეორე - კიდევ უფრო დაზუსტდა გათავისუფლების საფუძვლები. რაც შეეხება ეფექტიანობას, შემოდის სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ინსტრუმენტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ამ მხრივ უფრო ეფექტიანი იყოს მისი გამოკვლევა,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები