16 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია არა მხოლოდ საქართველოსთვის... ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების სივრცე - სარჯველაძე

"უზარმაზარი შესაძლებლობების სივრცე," - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება.

"ჩინეთი გახლავთ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების სივრცე. როდესაც ამ სივრცეზე წვდომისთვის კიდევ ერთი ბარიერი იხსნება და მეტი თავისუფლება ჩნდება, ბუნებრივია, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და, საზოგადოდ, საქართველოში მოქმედი ბიზნესისთვის და არამხოლოდ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ჩინეთში, უვიზოდ, 30 დღის განმავლობაში დარჩნენ. აღნიშნულის შესახებ დღეს საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აცნობა.

დღის ამბები