პოლიტიკური შეფასებების თემაა "ხალხის ძალის" ახალი განცხადება - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკული ინტერესების საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან პრინციპულ აცდენაზე საუბრობს და მაგალითები მოჰყავს. მათ შორის ენტონი - ბლინკენის ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ "გენდერი" სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს.
მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.
„ეს ფსევდოლიბერალური მიდგომები საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს, მაგრამ მცდელობები იქნება. ახლა, როდესაც დაიწყეს საუბარი დედის, მამის, დის, ძმის აკრძალვაზე, აქედანვე უნდა შევაგუოთ საზოგადოება, რომ ეს იქნება დაუშვებელი - მათი მიზანი ეს არის, რომ არც ლექსი თქვა დედაზე, არც ქართლის დედა ახსენო, ჭიაბერაშვილს კი უნდოდა გაქრობა, მაგრამ ვერ გააქრო... არც და ახსენო, არც ძმა ახსენო, არც ქალიშვილი და არც ვაჟიშვილი... ახლა მაინტერესებს რადიკალური ოპოზიციის აზრი და გამოვიდნენ, ისინი რას იტყვიან, თავიანთ შვილებს არ განასხვავებენ სქესით, მშობლებს მშობლებად მიმართავენ მხოლოდ თუ ცოლს ეტყვიან ჩემი პარტნიორი ხარ მხოლოდო, გამოვიდნენ და პირდაპირ აღიარონ, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას აუცილებლად, ყოველდღიურად შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს არის პირდაპირ მიმართული ჩვენი იდენტობის საწინააღმდეგოდ,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ინტერესდება ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პოზიციით საკითხზე, რომ, თურმე, შესაძლებელია, რომ გენდერული იდენტობა არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც დაბადებიდან არის განსაზღვრული.
„მე მაინტერესებს ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ ესიამოვნებათ ის რიტორიკა, ან მათ თუ მოსწონთ ან მათ ამომრჩევლებს მაგალითად ის, რომ, თურმე, შესაძლებელია, რომ გენდერული იდენტობა არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც დაბადებიდან არის განსაზღვრული. მაგალითად, რიტორიკაა ის, რომ, თურმე, ტრანსგენდერთა მკერდით კვება იგივე სარგებლის მომტანია ახალშობილისთვის, რაც დედის ძუძუთი კვების შემთხვევაში. პარტნიორული ურთიერთობა არ ნიშნავს ვასალურ ურთიერთობასა და დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ვიყოთ მეორადი ქვეყანა და ვიყოთ მხოლოდ მომხმარებლური სტატუსით. პარტნიორული ურთიერთობა არის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და როცა ჩვენს ტრადიციებში ეს მიუღებელია და აუცილებელიც კი შესაძლოა ეს პირობა დადგეს, რომ თუ გსურთ დასავლეთში, მაშინ უნდა მიიღოთ ეს. სწორედ ეს არის ძალადობის ახალი პოლიტიკური ფორმა, ის, რომ ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, ჩვენ გვსურს დასავლეთში, გვსურს ამერიკასთან და სხვა პარტნიორულ ქვეყნებთან ურთიერთობა, მაგრამ არა ქართველობის დატოვებით,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.