16 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსული​

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. მსურველებს ერთ ჩასვლაზე 30 დღით დარჩენა შეეძლებათ.

ორი ქვეყნის ახალ გადაწყვეტილებაზე, "კურიერთან" ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსულმა ისაუბრა. უვიზო რეჟიმი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსული საქართველოში ლი ჭაო აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

"საელჩო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩინეთი მზად არის გამოიყენოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც შესაძლებლობა, რომ მუდმივად ხელი შეუწყოს ორივე მხარეს, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების მიმოსვლის გზით. საელჩო გიდასტურებთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ორივე ქვეყნის ჩვეულებრივი პასპორტებისთვის, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველ მეგობრებს გაემგზავრონ ჩინეთში, მოკლევადიანი, ტურისტული და ბიზნეს მიზნებით. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდება ტექსტზე და ხელს მოაწერს მას, სავალდებულო პროცედურების შესასრულებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. ჩვენ ვიმუშავებთ ქართულ მხარესთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში", - განაცხადა ლი ჭაომ.

დღის ამბები