16 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის, მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2022-30 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და ქართული მხარის ძალისხმევაზე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზეც. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, უმაღლეს კომისრებთან და კოლეგა მინისტრებთან.

"მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ასევე სტრატეგია ადამიანის უფლებების, რომელიც ასევე იქნა მიღებული ქვეყანაში და იმ შესაძლებლობებსა და ძალიან ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ადამიანის უფლების თვალსაზრისით აქვს ქვეყანას. ხოლო მეორე მხრივ, ასევე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა იმ გამოწვევებზე ადამიანის უფლების თვალსაზრისით, რომელიც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზ", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები