16 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ეს არის უზარმაზარი, ვეებერთელა შესაძლებლობების ქვეყანა, ბუნებრივია ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი - მიხეილ სარჯველაძე ჩინეთში უვიზო მიმოსვლაზე

პოლიტიკოსები ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას დადებით მოვლენად აფასებენ. მხარეები თანხმდებიან, რომ გადაადგილების თავლსაზრისით ბარიერების შემცირება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. 

"ეს არის უზარმაზარი, ვეებერთელა შესაძლებლობების ქვეყანა, მათ შორის ეკონომიოკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, ყველაფერი და შესაბამისად, თუკი ექნებათ შესაძლებლობა მოქალაქეებს, რომ ამ სფეროების მიხედვით არიან დაინტერესებული თანამშრომლობის აწყობაში, ბუნებრივია ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ახალი პერსპექტივები უჩნდებათ ადამიანებს, კერძო ინიციატივები, გაცილებით მარტივი იქნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. მსურველებს ერთ ვიზიტზე ჩინეთში 30 დღით დარჩენა შეეძლებათ. უვიზო რეჟიმი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

დღის ამბები