16 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ვეთინგს ვენეციის კომისიას მიაწერენ - დავით მათიკაშვილი

ე.წ. ვეთინგის სისტემა კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია - ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში არასტანდარტული მიდგომის გამოყენებას, ალბანური მოდელის შესაბამისად ურჩევს.

პასუხად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ ალბანური მოდელის შეფასებისას, ვენეციის კომისიას აქვს მოსაზრება, რომ ასეთი რადიკალური ზომების მიღება ნორმალურ პირობებში არ არის სასურველი გამოცდილება, ვინაიდან იწვევს სასამართლოს მუშაობის დესტაბილიზაციას და აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას სასამართლოს მიმართ.

მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებენ.

"ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ვეთინგს ესენი ვენეციის კომისიას მიაწერენ. სინამდვილეში ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კვლავ მცდელობა სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს არის უკანასკნელი რადიკალური ზომა, აბსოლუტურად არ არის ასეთი ზომის გატარება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად იწევს სუვერენიტეტს და ქვეყნის სასამართლო სისტემის ავტორიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის ძალიან მაღალი თამასით შეფასებული", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები