პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, 12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის მიერ შემუშავებული ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების ხედვას, გამოეხმაურა.
იონათამიშვილის განცხადებით, უხერხულია, დეზინფორმაციაზე ის ორგანიზაციები საუბრობდნენ, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში თავად არიან შემჩნეულები.
"როცა დეზინფორმაციაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ იყვნენ დეზინფორმაციის ავტორები, თანაც კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ძალიან უხერხულია. სინამდვილეში, ეს ადამიანები გულწრფელები არ არიან, ასრულებენ სხვების დავალებებს, ისევ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოონ დეზინფორმაციის კამპანიები. ცხადია, მათ ამ აქტივობას არც მაშინ ჰქონდა შედეგი, არც ახლა გამოიღებს შედეგს, უბრალოდ, საზოგადოებას ეცოდინება ვინ დგას დეზინფორმაციის უკან და რა ინტერესები ამოძრავებთ მათ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.