"ხალხის ძალა" ლგბტ პროპაგანდაზე და დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" - გურამ მაჭარაშვილმა დღეს ბრიფინგზე იმ ახალი წიგნის შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც 6 მარტს არის დაგეგმილი.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ახალი ქართული წიგნი, რომლის დამფინანსებლებიც შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოები და გაერო-ს განვითარების პროგრამაა, ლგბტ პროპაგანდას ავრცელებს.
წიგნის პრეზენტაციის ანონსში წერია, რომ გამოცემა ბოლო საუკუნის განმავლობაში, საქართველოში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს. "ხალხის ძალა" ითხოვს საელჩოებმა და ორგანიზაციებმა, თემაზე საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირონ.
უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, თანამედროვე სამყარო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ამ გამოწვებს, სწორად უნდა გაეცეს პასუხი.
"ცხადია, არაერთი საყურადღებო ფაქტორი იყო ამ ბრიფინგში. ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ და ამაზე საზოგადოებას, ცხადია აქვს თავისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. დღეს, თანამედროვე სამყარო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ამ გამოწვებს, ჩვენ სწორად უნდა ვუპასუხოთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოების ყურადღება ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკმაოდ ლეგიტიმური და მნიშვნელოვანია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.