"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის ამოღება არ ეშლებათ, მაგრამ გურამ მაჭარაშვილმა იჩქარა, როდესაც წიგნის შინაარსზე დასკვნა, მხოლოდ მისი სათაურის მიხედვით გააკეთა.
მისი თქმით, "გირჩი" ფიქრობს, რომ პროპაგანდისტული სიტყვა გენდერი, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, გასაუქმებელია.
"ჩვენ არ გვეშლება პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის ამოღება, მაგრამ იჩქარა, რადგან მხოლოდ ყდის საფუძველზე გამოიტანა წიგნის შინაარსზე საფუძველი, რომელიც არავის არ უნახავს ბატონი გურამის გარდა. ისეთი სათაური აქვს ამ წიგნს, მე საერთოდ ანეკდოტების წიგნი მგონია. სინამდვილეში, ეს ეხებათ მარტო "ქოცებს", მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მათ მიიღეს და დაამკვიდრეს სიტყვა - გენდერი, მათ შექმნეს გენდერული კომისია. ჩვენ ვეტანებოდით ყოფილ პრემიერს, რომ ქალი და კაცი არის სქესი. ჩვენ ვამბობდით, რომ გავაუქმოთ ეს პროპაგანდისტული სიტყვა გენდერი, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"ხალხის ძალა" ლგბტ პროპაგანდაზე და დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" - გურამ მაჭარაშვილმა დღეს ბრიფინგზე იმ ახალი წიგნის შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც 6 მარტს არის დაგეგმილი