06 ივლისი 2024,   08:46
ვრცლად
ილია თოფურია ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ილია თოფურიას, UFC-ის ახალ მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა. ვიზიტისას თოფურია მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესმა თოფურიას ესპანეთის სახელით ასპარეზობისა და გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

"დღეს UFC-ის ახალ ჩემპიონს, ილია თოფურიას შევხვდი. მისმა ძალისხმევამ, თავდადებამ და შეუპოვრობამ საკუთარ ოცნებასთან ილია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა. მალე სხვა მიზნებიც რეალობად იქცევა," - წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

დღის ამბები