სიტყვიერი დაპირისპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე - კონფლიქტი ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე, გიორგი სიორიძეს შორის მოხდა.
შელაპარაკება მოჰყვა გიორგი სიორიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარკამპანიას ემსახურება.
ოპოზიციონერი წარმომადგენლის თქმით, ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მოადგილეზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
ამ განცხადებას გიორგი კალანდარიშვილმა ცილისწამება უწოდა.