28 სექტემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"კურიერმა" რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გაარკვია

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - 46 წლის მამაკაცს იარაღით გაუსწორდნენ. ის ადგილზე გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მკვლელობაში ბრალდებული 41 წლისაა. მისი იდენტიფიცირება სამართალდამცავებმა უკვე შეძლეს. ახლა კი, მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, მოკლული რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში, გარდაცვლილი მეგობრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცოლს, პერიოდულად საყოფაცხოვრებო საქმეებში დასახმარებლად აკითხავდა. დღესაც, ამ მიზეზით, იმყოფებოდა გიორგაძის ქუჩაზე, რა დროსაც მას მასპინძელმა უთხრა, რომ მეზობელმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მამაკაცი მეზობელთან მიზეზის გასაგებად წავიდა, ადგილზე მისულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე მოკლეს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ძებნილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები