16 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად - ნინო დოლიძე

არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა, მაგალითად, პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ უპასუხა შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობენ.

"თუ ასეთი ხდება [პარტიების კანონმდებლობასთან არათავსებადი გზით დაფინანსება], ამას ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს, ხოლო თუ უბრალოდ მოსაზრებების გაზიარებაზეა საუბარი, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად", - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები