Euronews-მა საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა, რასაც ქართველი მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გავლენიანი მედიასაშუალების მიერ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების ფოტოკოლაჟში საქართველოც არის დატანილი, თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
ცნობისთვის: ევრონიუსი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ დაარსებული არხი. სატელევიზიო საინფორმაციო ქსელის სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. ქსელმა მაუწყებლობა 1993 წლის 1 იანვარს დაიწყო და აშუქებს მსოფლიო ამბებს ევროპული პერსპექტივიდან.