დაიწყებს თუ არა ანტიკორუფციული ბიურო პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოების დაფინანსების საკითხის შესწავლას. "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე თვლის, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოედინება, ეს ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს.
მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა შემოწირულობის მისაღებად ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ სქემაზე და უცხოეთიდან დაფინანსებაზე საუბრობს. დაიწყებს თუ არა ანტიკორუფციული ბიურო პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოების დაფინანსების საკითხის შესწავლას.
"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე თვლის, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოედინება, ეს ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა შემოწირულობის მისაღებად ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ სქემაზე და უცხოეთიდან დაფინანსებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარეს მაგალითად "ევროპის დემოკრატიის ფონდი" მოჰყავს. შალვა პაპუაშვილი დონორებს და ელჩებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ საკითხს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს რაც სურს, ის შეუძლია შეისწავლოს.
"ეს არის არაფრიდან მოტანილი თემა. რაც უნდათ ის შეისწავლონ. ყველაფერი, რაც მიკეთებია, მიკეთებია ჩემი სამშობლოსთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საშემოსავლო სამსახურს ნებისმიერი საგრანტო ხელშეკრულებისა და ფინანსური ტრანზაქციის შესახებ აქვს ინფორმაცია.
"საშემოსავლო სამსახურს აქვს ინფორმაცია როგორც ნებისმიერი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ, ასევე ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის შესახებ ამ გრანტიდან. თუ რამე კითხვები არსებობს, საშემოსავლო სამსახურს ასევე აქვს უფლება გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და ანტიკორუფციული ბიუროს მიმართებაში, კანონმდებლობით არის მხოლოდ და მხოლოდ საჯარო მოხელეები, მე რამდენადაც ვიცი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ეს არის გამოგონილი საკითხები, რომელიც რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.
"ევროპის ფონდი საქართველოში ოპერირებს ადრეული 90-იანი წლებიდან. 2019 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ ფონდში. ეს არის ძალიან მკაფიო პროპაგანდა, რომლის მიზანიც არის საქმიანი დღის წესრიგიდან და ხალხის პრობლემებზე საუბრისგან გადაგვიყვანონ გამოგონილ, ფსევდო თემებზე", - განაცხადა საბა ბუაძემ.