16 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და სომხეთის ელჩებს უმასპინძლა.

შეხვედრების მთავარ თემას ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. მინისტრმა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან და იტალიის რესპუბლიკის ელჩთან, მასიმილიანო დ"ანტუონოსთან შეხვედრებზე, ირაკლი ჩიქოვანმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში პარტნიორების მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა.

ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების, საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლებისა და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.

დღის ამბები