16 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.

თავდაცვის მინისტრმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას.

შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.

დღის ამბები