16 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
კარგია ტრიბუნიდან საუბარი, მაგრამ თუ რამის გაკეთება შეგიძლია, თავად უნდა შემოხვიდე ამ ველში - პაატა მანჯგალაძე ბაია პატარაიას და ნინო ლომჯარიას მიმართავს

"კარგია, როცა ტრიბუნიდან საუბრობ, მაგრამ მეორეა, თუ რამის გაკეთება შეგიძლია, თავად შემოხვიდე ამ ველში,"- ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებმაც ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისთვის საკუთარი სტრატეგია შესთავაზეს.

მისივე თქმით, "გამარჯვების კოალიცია" ღიაა ყველა თაობის პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანებისთვის.

"პატივისცემას იმსახურებენ ეს ადამიანები ჩემი მხრიდან, მაგრამ სულ მახსენდება ერთი რამ - ხშირად არის, რომ კვარაცხელია როცა თამაშობს, აქედან ადამიანები წერენ - ასე უნდა ექნა, მსაჯს ასე უნდა გაეკეთებინაო და ა.შ. ამ ხალხს, ვინც ასე ლაპარაკობს, ერთ რამეს ვურჩევ - კარგია, ტრიბუნიდან როცა საუბრობ, მაგრამ მეორეა, თუ რამის გაკეთება შეგიძლია, თავად შემოხვიდე ამ ველში. ყველაზე კარგია, თავად სცადო და შემოხვიდე პოლიტიკაში იმიტომ, რომ პოლიტიკა ნიშნავს ცვლილებების ინტერესს.

მე მართლა ვერ ვეგუები ამას და იმიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ ცვლილებები მოვიტანო, წლების მანძილზე რომ ვუყურებდი პოლიტიკოსების ერთსა და იმავე სახეებს, ისეთი არ გავმხდარიყავი და ხალხს რაც სტკივა, იმაზე მელაპარაკა. სხვა დროს თუ იქნება შესაძლებლობა, მე მინდა ვახმოვანებდე იმ ტკივილებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ. გასაგებია ასეთი შეფასებები, მაგრამ მოვიდნენ, თავად დაალაგონ და თავად გადაწყვიტონ. ჩვენ ღია ვართ - გამარჯვების კოალიცია ამბობს, რომ ჩვენ ყველა თაობის პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანებისთვის ვართ გახსნილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვეხვეწებით,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

დღის ამბები