ჩვენი მხრიდან ამ ურთიერთობას [სტრატეგიულ პარტნიორობას] რამე რომ დაჰკლებოდა, ისინი ამას აუცილებლად იტყოდნენ, სისხლის ფასად გვაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ჩვენი ჯარისკაცებიდან ათეულობით დაღუპულია და ასეულობით ჯანმრთელობა შერყეულია მსოფლიო სამშვიდობო მისიებში,- ამის შესახებ " ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ხალხმა სიტუაცია სწორად შეაფასოს, მათ სიმართლე უნდა იცოდნენ.
"ის, რომ ჩვენ აშშ-თან გვაქვს თითქმის 30- წლიანი სტრატეგიული ურთიერთობა, ამაში კარგი რაც არის, იმასაც ვაღიარებთ, მაგრამ გამოწვევები რაც არის, ამაზე საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ, რათა მათ შეძლონ შეფასება - ის, რომ აქამდე არ მოხერხდა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, უვიზო მიმოსა არ მოხერხდა, პირდაპირი ფრენები არ მოხერხდა. ასევე, ჩვენ ვნახეთ რა დამოკიდებულებაა პროტოკოლის დონეზეც - პრეზიდენტი კი არა, სახელმწიფო მდივანიც არ ულოცავს პრემიერს, მისი თანაშემწე ულოცავს.
გგონიათ ამერიკულ მხარეს მოერიდება იმის თქმა, რომ ჩვენ რამე დავაკელით სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხს?! არა. ერთადერთი, რასაც ახსენებენ ის არის, რომ 6 მილიარდი დახარჯეს. ამაზეც ჩვენი "კალკულაცია" გვაქვს, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ჩვენი მხრიდან ამ ურთიერთობას რამე რომ დაჰკლებოდა, ისინი ამას აუცილებლად იტყოდნენ. ჩვენ, სისხლის ფასად გვაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი ჯარისკაცებიდან ათეულობით დაღუპულია და ასეულობით ჯანმრთელობა შერყეულია. მსოფლიო სამშვიდობო მისიებში იბრძოდნენ არა ნატოს წევრი ქვეყნის ანუ საქართველოს ჯარისკაცები ნატოს წევ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.