"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, "ლგბტ პროპაგანდისგან" დაცვა არავის არ მოუთხოვია და ამას პოლიტიკოსები თავისი ინიციატივით აკეთებენ.
მისი თქმით,
" მე არ მჯერა, რომ ქართველი ხალხი ითხოვს პოლიტიკოსებისგან, რომ დაიცვან ისინი ასეთი ქმედებებისგან. არავის ეს არ მოუთხოვია, ამას პოლიტიკოსები თავისი ინიციატივით იძახიან, რადგან ამას არაფერი არ სჭირდება ანუ, რაღაცის მოგვარებას, რაღაცები სჭირდება და ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლას არაფერი არ სჭირდება გარდა ლაპარაკისა და ამ საკითხით მუშაობ ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელმაც არც კი იცის, რომ ეს უაზრო სიტყვების ერთობლიობაა, მაგრამ ყურში კარგად ხვდება, რომ ებრძვის ლგბტ პროპაგანდას. როდესაც სხვას ვერაფერს ებრძვი და წარმატების იმედი არ გაქვს, ძალიან მარტივია ებრძოლო თავისი შინაარსით არარსებულ რამეს.
ისტორიულად როდის ყოფილა საფრთხე, რომ ქართველ ხალხს ეს ემუქრებოდა - "ლგბტ პროპაგანდის" გამო, ქმედებების ცვლილება. ქართველი ვაჟკაცი, იმის გამო, რომ პროპაგანდა ტარდება ლგბტ გახდება? ამისი ვის სჯერა? როდის ემუქრებოდა ქართველებს ეს საფრთხე და ვინ იყო ის ადამიანი, რომელი ისტორიაში ცნობილია იმის გამო, რომ ლგბტ თემს ებრძოდა და ქართველობას იცავდა. ასეთი ისტორიული, "ფეიკ" გმირები ხომ არ გვყავს და ეს არის "ფეიკ" ბრძოლა, "ფეიკ" პრობლემის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური ძალა ამას თავისებურად იყენებს და "ხალხის ძალა", ბოლო პერიოდის განმავლობაში ამით ძალიან იწონებს თავს მებრძოლის როლში. რა საკვირველია, დედა დედაა, მამა მამა, ბაბუა ბაბუაა და ტელეფონი ტელეფონია, ყველაფერი მესმის, მაგრამ არ მგონია, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მთავრობის დახმარება იმაში, რომ არ "გააპიდარასტონ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.