16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ყველა ადამიანის უფლება თავის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაში უნდა იყოს დაცული - გრიგოლ გეგელია

ყველა მოქალაქის, ქართველის - ქართველში ვგულისხმობ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს - ყველა მათგანის უფლება თავის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაში, უნდა იყოს დაცული და გამყარებული,"- ეს განცხადება "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ადამიანებს მიეცეთ შანსი, საკუთარი ნიჭისა და ტალანტის განხორციელებისთვის.

"ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ქართველის - ქართველში ვგულისხმობ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს - ყველა მათგანის უფლება თავის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაში უნდა იყოს დაცული და გამყარებული. მარტო დაცვა არ მგონია სწორი ადამიანის უფლებების, ვფიქრობ, რომ პოლიტიკამ კარგ და სწორ შემთხვევაში უნდა გაამყაროს ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს უფრო მეტი ძალა, მეტი ენერგია, შანსი, რომ საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს. ჩვენი პროგრამა და ფილოსოფია ემსახურება ამას,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები