16 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ფონდ "ჰერითიჯის" ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით, საქართველო, პირველად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას - პაპუაშვილი

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და, "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით, 38-ე ადგილი დაიკავა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფონდ "ჰერითიჯის" 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა - 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

"საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და, "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით, 38-ე ადგილი დაიკავა.

ამ რეიტინგით, საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია, და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე.” - წერს პაპუაშვილი.

დღის ამბები