16 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 40 ოჯახს გადასცა

დედაქალაქის მერმა საკუთრების დამადასტურებელ მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 40 ოჯახს გადასცა.

ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

"მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3 000-ზე მეტი ოჯახის განაცხადია დაკმაყოფილებული", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. 

დღის ამბები