რა არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! სათავეში ედგა პარალელური დათვლების გაყალბებას და 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს?!- საგიჟეთია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, მან აღნიშნულით უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.
"უმძიმესი იყო ის, რაც მოხდა. ჩვენ გამოვააშკარავეთ, "ქართულმა ოცნებამ", შალვა პაპუაშვილი იყო, ვინც რეალურად გამოააშკარავა ის მზაკვრული გეგმა, რაც ISFED-ს ჰქონდა. შემდეგ თქვეს, რომ თითქოს შეცდომა დაუშვეს, არადა ხალხს აჯერებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, რეალურად ISFED-ის პარალელური დათვლა იყო გაყალბებული. ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება იმის, რომ რევოლუციური გეგმა ამით განეხორციელებინათ. ეს უნდა დაეჯერებინა ხალხს, ამაზე უნდა აეწყოთ კამპანია, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. არათუ გამოიძიეს, ვიღაც დაისაჯა, უბრალოდ გაათავისუფლეს, უთხრეს, მოდი გაიწიე და შემდეგ დაგეხმარებით, სადმე კარგ ადგილს დაგიკავებთ.
ასახეს ეს რეალობა. რა არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! სათავეში ედგა პარალელური დათვლების გაყალბებას და 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! - საგიჟეთია", - აღნიშნა კალაძემ.