16 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
თვეების განმავლობაში მალავდა ყველანაირ ინფორმაციას, რომლითაც "შეცდომა" უნდა გამოაშკარავებულიყო - ეს იყო ტყუილი, რომლითაც რევოლუციისთვის უნდა მოემზადებინათ ნიადაგი - ირაკლი ქადაგიშვილი ნიჟარაძეზე

დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელის ახალი თანამდებობა. ელენე ნიჟარაძე, რომელმაც 2020 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გადადგა, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმდა.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ისფედი", დონორებთან და ოპოზიციასთან ერთად, რადიკალური გეგმების განხორციელებაში იყო ჩართული და საზოგადოებას არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, სიყალბე კი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებაში "ქართულმა ოცნებამ" ამხილა. ელენე ნიჟარაძის ახალი თანამდებობა კი ცალკე მოკვლევის თემაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ნიჟარაძემ შეცდომა შეგნებულად დაუშვა".

"მან შეცდომა კი არ დაუშვა, შეგნებულად, თვეების განმავლობაში, მალავდა ყველანაირ ინფორმაციას, რითაც ეს "შეცდომა" უნდა გამოაშკარავებულიყო. ბოლოს, ვიდრე საგამოძიებო კომისიამ არ მოითხოვა მასალების გადმოცემა, ყოველმხრივ არიდებდნენ თავს. ეს იყო ტყუილი, რომლითაც რევოლუციისთვის უნდა მოემზადებინათ ნიადაგი. ამაშია საქმე, რომ ასე ხდება ყველაფერზე ხელისმომწერი ადამიანების შენახვა და ტრიალი სხვადასხვა არასამთავრობოსა და თანამდებობაზე,"- ირაკლი ქადაგიშვილი

დღის ამბები