16 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ - მამუკა მდინარაძე "ისფედზე"

საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება, ცესკო ასე იქცევა, მაგრამ „ისფედი“, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ენჯეოს სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

„როდესაც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მოხდა ის ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ და მისი ხელმძღვანელი დღესაც ამ ორგანიზაციის ქუდის ქვეშ მუშაობს და ამ მიმართულებით მას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. ეს რომ ერთ ადამიანს გადააბრალეს ეს ასე კი არ იყო, ეს იყო ორგანიზაციის პრობლემა. დღეს კი ცდილობენ, რომ შეცდომა დაარქვან - ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელენ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. მათ გააყალბეს საქართველოში არეულობის მოსაწყობად პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება როგორ ატარებს არჩევნებს ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მორიგი სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახე გამოჩდა. გუნდს, დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე. შეკრებაზე იყო "მონპელიეს" ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. რუმინელებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დავით ნინიაშვილიც, რომელიც ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ჯამში კი 34-კაციან შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე იყო გამოძახებული. "ბორჯღალოსნებს" 35 წლის განმავლობაში რუმინეთთან – 28 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. თბილისს, მეტოქე ბოლოს შარშან, აგვისტოში ეწვია და სარეკორდო სხვაობით – 6:56 დამარცხდა. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

დღის ამბები