16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ჩვენ ვიცით, რატომ გააკეთა ეს განცხადება - შეკრულია ეშმაკებთან და მაჯლაჯუნებთან - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

"ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს.

"სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოელებს შეეკრა, ეკლესიის საწინააღმდეგოდ კი მაჯლაჯუნებს შეეკრა.

საპატრიარქომ ვერ გაიგო, რატომ გააკეთა ეს განცხადება პრეზიდენტმა. ჩვენ სულ ვაფრთხილებდით, შეეკავებინა თავი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისგან, ეს ადამიანი გახდა მიუღებელი, პრეზიდენტადაც კი არავინ აღიქვამს.

ჩვენ ვიცით, რატომ გააკეთა ეს განცხადება - შეკრულია ეშმაკებთან და მაჯლაჯუნებთან. იბრძვის საკუთარი ოჯახის გადასარჩენად, სახელმწიფოს ებრძვის,"- აცხადებს მაჭარაშვილი.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები