16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"დემოკრატიის ბევრი მაჩვენებლით, გაცილებით მაღლა ვდგავართ, ვიდრე ევროკავშირის წევრი მრავალი სხვა ქვეყანა" - სიმონიანის განცხადებით, სომხეთმა ევროკავშირის მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას

სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ სომხეთმა ევროკავშირის მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ალენ სიმონიანის თქმით, სომხეთს ამ გზაზე წინსვლა შეუძლია, რადგან სომხეთი, დემოკრატიის ბევრ მაჩვენებელში, მისი შეფასებით, უფრო მაღლა დგას, ვიდრე მათი ბევრი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრია.

"არ მინდა ვიჩქარო, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ ცალმხრივი ნაბიჯები გადაიდგმება. მიმაჩნია, ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის ბევრ მაჩვენებელში ჩვენ უფრო მაღლა ვდგავართ, ვიდრე ჩვენი მრავალი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრია. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაგრამ, ქვეყნის შემთხვევაში, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ არის კარგი,"- აცხადებს სიმონიანი.

დღის ამბები