16 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ - თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური მშობლები არიან - გურამ მაჭარაშვილი

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, მმართველი გუნდი, 2 კვირის ვადაში, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს. სახელისუფლებო გუნდში ასევე აცხადებენ, რომ, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან დასაცავია.

"ლგბტ, ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ მივიღებთ ამ კანონს იმიტომ, რომ უნდა დარეგულირდეს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან. ღიმილით კი ვხვდებოდით ამ ყველაფერს 15-20 წლის წინ, მაგრამ 4-5 წლის წინ გაასერიოზულეს ეს საკითხი. მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ - თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური მშობლები არიან. ეს არის კატასტროფა. ოპოზიცია აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში; ერთი მხრივ, საჯაროდ თქვან, რომ მომხრეები არიან ლგბტ და გაუკუღმართებული პროპაგანდისა ცუდი იქნება იმიტომ, რომ მათივე ამომრჩეველშიც კი ძალიან ბევრი კონსერვატორი ადამიანია; მეორე მხრივ, თქვან, რომ დიახ, ამ კანონს მივიღებთ, ესეც პრობლემა იქნება იმიტომ, რომ მათი პატრონები ამას არ მოიწონებენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები