16 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
პროპაგანდა ადამიანის უფლებების დაცვისგან უნდა გავმიჯნოთ - რატი იონათამიშვილი

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს და ინიციატივას 2 კვირის ვადაში მოამზადებს. სახელისუფლებო გუნდში ასევე აცხადებენ, რომ, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია პროპაგანდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებების დაცვისგან. 

"ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება პასუხი. შესაბამისად, უნდა გავმიჯნოთ პროპაგანდა ადამიანის უფლებების დაცვისგან. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უფლებები, მაღალი სტანდარტით, იყოს დაცული, მათ შორის, უმცირესობებისთვის. ამავდროულად, პროპაგანდასთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს ჩვენი კონკრეტული პოზიცია და შეხედულებები. შესაბამისად, გავხსენით კარი დიალოგისთვის. გვაინტერესებს, საპარლამენტო ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან, როგორი ჩართულობა იქნება ამასთან დაკავშირებით და რა წინადადებებს დააყენებენ ისინი, ვინაიდან, ჯერ ვხსნით მსჯელობას და შემდეგ გვექნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 
დღის ამბები