27 ივლისი 2024,   03:27
ვრცლად
საფრანგეთი თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად არ გაგზავნის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთი თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად არ გაგზავნის, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ, France Inter-ის ეთერში განაცხადა.

"ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს", - აღნიშნა სეჟურნემ.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, "დამკვიდრებულია მკაფიო ჩარჩო: დავამარცხოთ რუსეთი მის წინააღმდეგ ომის გარეშე და ამ კონტექსტში გამორიცხული არაფერია".

შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.

დღის ამბები