16 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ლგბტ უფლებები დაცული იქნება, ლგბტ პროპაგანდა არა - მმართველი პარტია ორ კვირაში კანონპროექტს წარადგენს

უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პრევენციულ მიზანს ისახავს. მიზეზი კი ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და ლგბტ პროპაგანდის გაძლიერება. 

მამუკა მდინარაძე კონკრეტულ მაგალითებზე და მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პოპულარიზაციას მოჰყვა. ამბობს, რომ პროპაგანდის შედეგები საერთაშორისო კვლევებით დასტურდება.

ოპოზიცია საკითხის შინაარსის განხილვაში არ შედის. მმართველი გუნდის შეთავაზების მიუხედავად, მათი ოპონენტების უმრავლესობა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს აქტიური და აქტუალური არ არის და ამ თემაზე დისკუსია რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება.

გამონაკლისია მხოლოდ "გირჩი". პარტიაში ღიად ამბობენ, რომ იდენტობის პოლიტიკა არ მოსწონთ. ინიციატივები ამ მიმართულებით მათ დიდი ხანია მომზადებული აქვთ.

უმრავლესობა აანონსებს, რომ კანონპროექტი, რომელზეც ინიცირებამდე დისკუსია ღიაა, სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის მეორე მუხლთან. ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განურჩევლად მათი განსხვავებების, შეხედულების თუ ორიენტაციისა. განმარტავენ, რომ დღეს პროპაგანდა რეალურად ადამიანის უფლებების დაცვის სახელით იფუთება და ეს საკითხები საკანონმდებლო წინადადებამ ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გამიჯნოს.

დღის ამბები