20 აგვისტო 2026,   16:35
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერთან ერთად, სოფელ ყულიშკარში გაეცნო.

ახალი, 6-კილომეტრიანი გზა სოფელს ახალსოფელთან და ოფაჩ-ხაფუსთან დააკავშირებს.

არსებულ მონაკვეთზე, ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა, გრუნტის გზა კი ავარიული იყო და, გადაადგილების დროს, მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.

დღის ამბები