16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, მიუღებელია მათი დემაგოგია საკითხებზე, რაზეც თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები - ნინო ლაცაბიძე

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება  - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.  
 
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ამ  ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და დროც, რაც ვერ გამოიყენეს. 
 
მაგალითად ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთის დაკონსერვება მოიყვანა.  
 
„მათი ლიდერის დროს განაცხადეს ბრიფინგზე, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი დაკონსერვდა. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი ყოველ დღე თბილისთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სამუშაოდ, განათლების მისაღებად, ჯანდაცვის სერვისებისთვის ჩამოდის და ამ ადამიანებს და მთელ რუსთავს გამოგვიცხადეს, რომ დაკონსერვდა რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი, რაც დღემდე პრობლემაა. სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა იმედი და ქალაქის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა, შორიდან რაღაცის ყურება და რთულია საქმის კეთება. ამ  ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და ჰქონდათ დრო, ვერ გამოიყენეს, ახლა გადაინაცვლეს ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ძალიან გალაღებულად არიან კრიტიკაში, ოღონდ სამწუხაროდ ესეც არ გამოსდით ბოლომდე“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

დღის ამბები