18 ოქტომბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ეგეოსის ავიახაზები" თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის
ავიაკომპანია "ეგეოსის ავიახაზები" ფრენების რაოდენობას ზრდის. ათენისა და სალონიკის მიმართულებით კვირის განმავლობაში 6 რეისი შესრულდება. 
 
კომპანია 190 მიმართულებით ოპერირებს. სიახლეა ისიც, რომ "ეგეოსის ავიახაზების" გადაწყვეტილებით, კომპანიის დამფუძნებლის სახელობის ერთჯერადი სტიპენდია საავიაციო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცემა.

კომპანია AEGEAN BLUE-ს დირექტორის, ოთარ თაყაიშვილის განცხადებით, კომპანია მომხმარებელს იაფიან ბილეთებს სთავაზობს.
 
"მარტიდან, ავიაკომპანია ზრდის სიხშირეებს თბილისის მიმართულებით, შესაბამისად გთავაზობთ იაფიან ბილეთებს და ტრანზიტის ნაკადის მობილურობის ზრდას ათენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ეს იქნება 6 პირდაპირი რეისი ათენში და ორი პირდაპირი რეისი სალონიკის მიმართულებით", - განაცხადა ოთარ თაყაიშვილმა. 
დღის ამბები