16 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გახარია, ვაშაძე, ხაზარაძე თუ ზურაბიშვილი, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მოწინავე სატელიტები, "ნაცმოძრაობა" რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება - ანრი ოხანაშვილი

მმართველი გუნდი კოალიციური ხელისუფლების შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ ე.წ. შუაშისტური პარტიები საჯაროდ არ აღიარებენ, თუმცა მათი გეგმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

მათივე თქმით, ყველა კვლევაში "ნაცმოძრაობა" ყველაზე დიდი ოპოზიციური მხარდაჭერის მქონე ძალაა და, შესაბამისად, ამ პარტიის გარეშე ოპოზიციური კოალიციის შექმნა შეუძლებელი იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები "ნაცმოძრაობას" უქმნიან კოალიციას. იქნება ეს გახარია, ვაშაძე, ხაზარაძე თუ ზურაბიშვილი, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მოწინავე სატელიტები, რომლებიც წინ დაიყენეს ფარად, თითქოს ისინი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. "ნაცმოძრაობა" რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება.

არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობს," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები