16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, პარლამენტში დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა - შეურაცხმყოფელია, შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი - იაგო ხვიჩია

მე მგონი, შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების მოხსნის ინიციატივაზე მსჯელობისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ყველა ხედავს დეპუტატების საქმიანობას და, თუ სადმე მუშაობის პრობლემა ფიქსირდება, ის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობას არ უკავშირდება.

"მე მგონი შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში. აქ ვართ ყველა, ვხედავთ ამ პარლამენტში არსებულ სიტუაციას და ვხედავთ დეპუტატებს მთვრალებსა და არა მთვრალებსაც და ვხედავთ, რომ თუ სადმე გვაქვს მუშაობის პრობლემა, მაგ ნაწილში არ გვაქვს, რომ ვიღაცის შარდში რაღაც მოლეკულა აღმოჩნდა თუ არა, სხვა ნაწილებში გვაქვს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანარჩენი კოლეგებიც მიხვდებიან, რომ შეურაცხმყოფელია, დეპუტატს მოაშარდვინო, რომ შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი, სწორად ავირჩიეთ პარლამენტში თუ არ ავირჩიეთ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები