16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით, რომ ვიდრე საქართველოში რჩება ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც, ევროპული სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული - ირაკლი ბერაია

"საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ყველაზე დიდი თავისტკივილი ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის დღეს მოდის სწორედ შავი ზღვის რეგიონიდან. ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის განმტკიცება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.

მისივე თქმით, მათ პირდაპირ უთხრეს ევროპელ პარტნიორების, რომ ვიდრე საქართველოში რჩება ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც, ევროპული სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული.

"ეს აგრესია და ეს ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, რომებიც შემდეგ, 2008 წელს გადაიზარდა 2008 საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაში და ეს არის ის, საიდანაც იღებს სათავეს ევროპული სივრცის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა.

ჩვენ ვიყავით დღეს ძალიან მკაფიოები და პირდაპირები ჩვენი პარტნიორებისთვის ამის თქმაში და ვუთხარით, რომ ვიდრე საქართველოში რჩება ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც, ევროპული სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული.

საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ყველაზე დიდი თავისტკივილი დღეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის მოდის სწორედ შავი ზღვის რეგიონიდან. ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების და მედეგობის განმტკიცება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებასა და ევროკავშირის გაფართოებაზე საპარლამენტო დისკუსიას მიმდინარეობს. კონფერენციაში საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. ევროინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელები პარტნიორებს ხვდებიან.

დღის ამბები