16 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება - ირაკლი კობახიძე

6-7 აპრილს, გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მოხარული ვარ, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს, გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები