თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი ამერიკაში, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა.
"საჰაერო ძალების თამაშები" ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში გუნდი მეორედ მონაწილეობს.
პარასპორტსმენები, მეგობარი ქვეყნების დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, სპორტის 8 სახეობაში იასპარეზებენ.