აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ასევე, აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შვედეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.