16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს - მას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

"ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ მომავალ კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს," - წერს ბლინკენი.

ბლინიკენის განცხადებით, ნულანდის პოზიციას სახელმწიფო მდივნის კიდევ ერთი მოადგილე, ჯონ ბასი დაიკავებს. ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია. ის 2009-2012 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.

 

დღის ამბები